Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერში გადასვლამდე, ედინ ჯეკოს იუვენტუსამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა

ედინ ჯეკო გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რომადან ინტერს შეუერთდა და ბოსნიელმა შესანიშნავი სტარტი აიღო, მაგრამ მისი კარიერა შესაძლოა სულ სხვა გზით წასულიყო.

იტალიური გამოცემა Il Giornale-ს ინფორმაციით, ივლისში იუვენტუსი ედინ ჯეკოს სერიოზულად განიხილავდა და ტურინელები ბოსნიელ ფორვარდს რონალდუს შემცვლელად მიიჩნევდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც კრიშტიანუმ გუნდში დარჩენის სურვილი დააფიქსირა, ბიანკონერიმ ჯეკოს გაფორმებაზე უარი თქვა.

წყაროს ინფორმაციით, 35 წლის ფეხბურთელს იუვენტუსთან პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ რონალდუს გამო, რომელმაც საბოლოოდ იუვენტუსი მაინც დატოვა, ტრანსფერი ჩაიშალა…