Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერში კონტეს გაშვებას განიხილავენ,სავარაუდო შემცვლელები უკვე შერჩეულია

შაბათს ინტერმა ატალანტა დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი გაინაღდა. მატჩის შემდეგ იმის მაგივრად,რომ ანტონიო კონტეს გუნდთან ერთად გამარჯვება ეზეიმა,მან პრესკონფერენციაზე გუნდის ხელმძღვანელობა ღიად გააკრიტიკა და განაცხადა,რომ ნერაძურის ხელმძღვანელობა მწვრთნელს და ფეხბურთელებს უფრო მეტად უნდა იცავდეს.

ამ თემაზე კომენტარი ინტერის ხელმძღვანელობიდან არავის გაუკეთებია და იტალიური მედიის ინფორმაციით მხარეებს შორის შეხვედრა დღეს იგეგმება.

Sky Sport Italia,Gazzetta dello Sport,Sport Mediaset და სხვა პრესტიჟული გამომცემლობები ამტკიცებენ,რომ ანტონიო კონტეს გუნდიდან წასვლა გამორიცხული არ არის,თუმცა ნაკლებად სავარაუდოა.

ანტონიო კონტე სეზონში 12 მილიონ ევროს იღებს და ნერაძურის მისი გაშვება არც ფინანსურად აწყობს,თუმცა მის შემცვლელებზე საუბარი უკვე დაიწყო და ყველაზე ხშირად მაქს ალეგრის და პოჩეტინოს სახელებს ახსენებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.