ინძაგი:“იგივე სულისკვეთებით უნდა განვაგრძოთ“

ლაციოს მთავარი მწვრთნელის განცხადებით,გუნდმა თამაში იგივე ხასიათით და მონდომებით უნდა განაგრძოს,როგორც ამას პანდემიამდე აკეთებდა.

დედაქალაქური გუნდი სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე იმყოფება და იუვენტუსს 4 ქულით ჩამორჩება,თუმცა მათ ერთ თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.ხვალ ისინი მე-4 პოზიციაზე მყოფ ატალანტას დაუპირისპირდებიან.

„ჩვენ ატალანტას ძალა კარგად მოგვეხსენება.ბოლო წლების განმავლობაში ისინი ძალიან კარგად ასპარეზობენ,ჩემი და გასპერინის გზა ერთ დროს დაიწყო და დღეს ორივე სატურნირო ცხრილის მოწინავე პოზიციებზე ვართ.

„ორივე ჩვენთაგანს ძალიან კარგი და წარმატებული პერიოდი გვაქვს.ორგანიზებული გუნდები,რომლებიც გამარჯვებაზე არიან ორიენტირებულები ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან.ეს ლამაზი და რთული დაპირისპირება იქნება.

„Coppa Italia-ს მატჩებმა დაგვანახა,რომ გარკვეული ფიზიკური სირთულეები იქნება,თუმცა ამას მალევე უნდა გავუმკლავდეთ და ჩვეული ფორმა დავიბრუნოთ.

„რამდენიმე ფეხბურთელს მცირე ტრავმა აწუხებს,თუმცა საერთო ჯამში კარგად მოვემზადეთ.სამწუხაროდ,ამხანაგური შეხვედრების ჩატარება არ დაგვცალდა და მათ,ვინც Coppa Italia-ზე ითამაშეს,გარკვეული უპირატესობა აქვთ.

„ხვალ ლეივა,ლულიჩი და მარუსიჩი დაგვაკლდება,რაც გარკვეულ დისკომფორტს გვიქმნის,თუმცა ჩემი ბიჭების იმედი მაქვს და იმედია ამ დანაკლისებს სათანადოდ შევავსებთ.

„სანამ ფეხბურთი გაჩერდებოდა,ჩვენ არაჩვეულებრივი ჟინით და სულისკვეთებით ვთამაშობდით და იმედი მაქვს,ასე გავაგრძელებთ.ახლა ფიზიკურთან ერთად,მენტალური სიძლიერე მნიშვნელოვანია,რადგან ასეთ მოკლე პერიოდში ამდენი თამაშის ჩატარება მარტივი არავისთვის არის.“

Leave a Reply

Your email address will not be published.