Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“იმედი მაქვს, ზლატანი მილანში დარჩება“

ბენევენტოს მთავარმა მწვრთნელმა და მილანის ლეგენდამ, პიპო ინძაგიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩის საკითხზე ისაუბრა.

ინძაგი, რომელსაც მილანის რიგებში 300 მატჩი აქვს ჩატარებული და შემდგომში დიავოლოს მწწვრთნელიც კი გახლდათ, ბენევენტო სერია ა-ში დააბრუნდა და მომავალ სეზონში ძმები ინძაგების ჯახს ვიხილავთ.

„ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რამხელა ძალაა იბრა მილანისთვის. ის გუნდში იანვარში მივიდა და შუა სეზონიდან ახალ გუნდში თამაში ადვილი არასოდეს არის, თუმცა მან მილანზე გავლენის მოხდენა მაინც მოახერხა.

„იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონს ის მილანის რიგებში დაიწყებს. მას გუნდისთვის ჯერ კიდევ ძალიან ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.