ინძაგი:“ლაციომ დასანანი გოლები გაუშვა“

რომის ლაციო ატალანტასთან 3 – 2 დამარცხდა და 9-თვიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

რომაელები 11 წუთში 2 – 0 იგებდნენ,თუმცა 3 უპასუხო გოლი გაუშვეს,თამაში წააგეს და იუვენტუსს უკვე 4 ქულით ჩამორჩებიან.

„ეს ჩვენი პირველი თამაში იყო 3 თვის შემდეგ.სტარტი კარგი გვქონდა და მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო.

„სამწუხაროა,რომ მეტოქეს თამაშში დაბრუნების საშუალება მივეცით.პირველი და მესამე გოლი უწყინარ სიტუაციაში გავუშვით,მათი თავიდან აცილება შეგვეძლო,ჩვენნაირი დონის გუნდმა ასეთი ბურთები არ უნდა გაუშვას.

„უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო,რომელიც წავაგეთ და რა თქმა უნდა ყველა გულგატეხილები ვართ.მესამე გოლი რომ გაგვეტანა,ყველაფერი სხვაგვარად წავიდოდა.

„ტრავმებმა ჩვენს გუნდს თავისი დაღი დაასვა.ლუის ალბერტოს 70 წუთზე მეტის თამაში არ შეეძლო,დანილომ და კორეამ კი შეცვლა თავად მოითხოვეს.სამწუხაროდ,ისეთი ძლიერი სკამი არ გვყავს,რომ როტაცია მარტივად მოვახდინოთ.

„ჩვენ 21 ტური არ გვქონდა წაგებული და ზუსტად ვიცოდით,რომ ამხელა პაუზის შემდეგ,ატალანტას წინააღმდეგ თამაში უარესი ვარიანტი იყო.

„არც მე და არც გუნდს წაგება არ გვსიამოვნებს.ისინი გულგატეხილები არიან,თუმცა ამ თამაშიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და ბრძოლა ბოლომდე გავაგრძელოთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.