ინძაგი:“ლაციომ ხასიათი გამოავლინა“

სიმონე ინძაგიმ ფიორენტინასთან შემოტრიალებული თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა და გუნდის ხასიათსა და სკუდეტოს ოცნებაზე ისაუბრა.

რომაელებისთვის თამაში ცუდად დაიწყო,რიბერიმ არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა და იები დააწინაურა,თუმცა ჩირო იმობილესა და ლუის ალბერტოს გოლების წყალობით ლაციომ გაიმარჯვა.

„ეს გამარჯვება ლაციოს ხასიათის და ტიტულების მოპოვების სურვილით მოვიპოვეთ.ტრავმიანობის გამო შემადგნელობის როტაციის მხრივ ლიმიტირებული ვარ,თუმცა კორეას,რადუს და მარუსიჩს დიდი მადლობა უნდა გადავუხადო,რადგან ეს სავალდებულო რომ არ ყოფილიყო,ისინი სატადარიგო სკამზეც კი არ იქნებოდნენ.

„ფიორენტინა ძალიან კარგი გუნდია,კარგად ორგანიზებული.ვულოცავ ჩემს ბიჭებს,რადგან ეს ადვილი გამარჯვება ნამდვილად არ ყოფილა.

„პანდემიამდე კვირაში ერთი თამაში გვქონდა და გუნდს როგორც მინდოდა ისე ვაკომპლექტებდი.ახლა თამაშები ყოველ მესამე დღეს გვიწევს და ლუკას ლეივას,ლულიჩის,ფელიპეს ტრავმის ფონზე,ძირითად შემადგენლობაში მსუბუქი,თუმცა ტრავმიანი ფეხბურთელების დაყენება მომიწია,წინააღმდეგ შემთხვევაში ამ შეხვედრას ვერ მოვიგებდით.“

ინძაგიმ კომენტარი წითელ ბარათზეც გააკეთა,რომელიც მატჩის მიწურულს მიიღო.

„ძალიან სამწუხარი ამბავია,მე უბრალოდ სიტუაციის განმუხტვა ვცადე და მსაჯმა მითხრა,რომ წითელ ბარათს უბრალოდ სამწვრთნელო ზონის გადაკვეთისთვის მაძლევდა და არა რაიმე სახის აგრესიის გამო,თუმცა ვფიქრობ ამისთვის ყვითელი ბარათის ჩვენებაც საკმარისი იქნებოდა.


„ასეა თუ ისე,ყველაფერი კარგად დასრულდა და ტიტულისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.