ინძაგი:“ლაციო მიზანთან ახლოს არის“

ლაციოს მთავარი მწვრთნელის განცხადებით,ბიანკოჩელესტი მათ მთავარ სამიზნესთან ახლოს არის.

არწივებმა ფიორენტინასთან თამაში შემოაბრუნეს და 2 – 1 დაამარცხეს,თუმცა ატალანტასთან დამარცხდნენ და იუვენტუსს უკვე 4 ქულით ჩამორჩებიან.

თუმცა ინძაგის აზრით,გუნდი იმ მიზანთან,რაც მათ სეზონის წინ დაისხეს,ახლოს არიან.

„კვირას მიღწეული გამარჯვება ჩვენი მთავარი ნაბიჯისკენ გადადგმული კიდევ ერთ ნაბიჯია.

„ჩვენ სეზონის წინ მიზნად დავისახეთ,რომ ლაციო ჩემპიონთა ლიგაზე დაგვებრუნებინა,რასთანაც ძალიან ახლოს ვართ.“

ლაციო ხვალ ტურინში ტორინოს დაუპირისპირდება,რაც გუნდისთვის 7 დღის განმავლობაში მე-3 თამაში იქნება.

„ჩვენ ფიზიკური და მენტალური ენერგია უნდა აღვიდგინოთ,თუმცა ამისთვის ძალიან ცოტა დრო გვაქვს.ვცდილობ,რომ ვარჯიშებზე ისე არ დავტვირთო,თუმცა ამის გარეშეც არ იქნება,რადგან ამხელა ჩაგდების შემდეგ,ფორმის დაბრუნება სავალდებულოა.

„ფიორენტინასთან მაქსიმალურად დავიხარჯეთ.იმედი მაქვს,რომ ტრავმირებული ფეხბურთელები მალე დაგვიბრუნდებიან და როტაციის საშუალებაც მომეცემა.

„ჩვენი გზა 4 წლის წინ დავიწყეთ,ამ პერიოდის განმავლობაში ტიტულებიც მოვიგეთ და ამ სეზონში ჩვენი მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იყო,რასთანაც ახლოს ვართ.ამის შემდეგ ახალ მიზანს დავისახავთ და ისეთივე შემართებით ვივლით წინ.

„ფიორენტინას თამაშიდან 48 საათი გავიდა,თუმცა ყველა ერთ დღეში ვართ და ამაზე წუწუნი უადგილო იქნებოდა.იმედი მაქვს,რომ ასეთი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად,ტრავმებს თავიდან ავიცილებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.