Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგიმ კორონა ვირუსი დაამარცხა

ლაციოს მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ კორონა ვირუსი დაამარცხა და დიდი ალბათობით ის ორშაბათს მილანთან მატჩში გუნდს უხელმძღვანელებს.

45 წლის იტალიელ სპეციალისტს კორონა ვირუსი მთელს ოჯახთან ერთად დაუდასტურდა და მისი მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ბიანკოჩელესტის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ მწვრთნელი უბრუნდება.