Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგიმ ჯეკო-კორეას შორის არჩევანი გააკეთა…

ინტერში რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია და ბელგიელი ფორვარდი ნერაძურის რიგებს უახლოეს დღეებში შეუერთდება, რაც გუნდიდან ედინ ჯეკოს ან ხოაკინ კორეას წასვლას ნიშნავს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, სიმონე ინძაგიმ გუნდის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მას ბენეამატას რიგებში ხოაკინ კორეას შენარჩუნება სურს, რაც დიდი ალბათობით ბოსნიელის წასვლას ნიშნავს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ბენეამატა ვეტერანი ფორვარდის უფასოდ გაშვებაზეც არ იტყვის უარს, რაც მის ერთი წლის გასამრჯელოს – 6.5 მილიონ ევროს დაუზოგავს.