Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგის ბროზოვიჩის შენარჩუნება სურს

სიმონე ინძაგის ინტერში მისვლა ჯერ არ გაოფიციალურებულა, მაგრამ ყველაფერი გადაწყვეტილია და ნერაძური განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სიმონემ მომდევნო სეზონისთვის გეგმების შედგენა უკვე დაიწყო და წყაროს ცნობით, ინძაგის თავისი საყვარელი 3-5-2 სქემის აწყობა მარსელო ბროზოვიჩის გარშემო სურს.

თუმცა, 28 წლის ფეხბურთელს ინტერთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დაწყებული არ არის, ამიტომ წყაროს ცნობით, შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, ნერაძური ხორვატი ფეხბურთელის გაყიდვას არ გამორიცხავს.

გათიშვა