Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგის ეპოქა ინტერში დღეს დაიწყება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერი სიმონე ინძაგის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დანიშვნას დღეს გააოფიციალურებს.

იტალიელმა სპეციალისტმა ნერაძურისთან 2-წლიანი კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გააფორმა, თუმცა ინძაგის ქცევით განაწყენებულმა კლაუდიო ლოტიტომ  კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტაზე თავიდან უარი თქვა, თუმცა საბოლოოდ მხარეებმა ხელშეკრულება, რომელიც 30 ივნისს იწურებოდა, გაწყვიტეს და ბენეამატას გზა ხსნილი აქვს.

წყაროს ინფორმაციით, დღეს Appiano Gentile-ზე ინძაგი სტივენ ჟანგს შეხვდება, მხარეები კონტრაქტს გააფორმებენ და სამომავლო სტრატეგიას დაგეგმავენ.

გათიშვა