Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგის ინტერში კაისედოს ხილვა სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის ახალ მწვრთნელს სიმონე ინძაგის ზაფხულში ლაციოდან ფელიპე კაისედოს დამატება სურს.

32 წლის ეკვადორელ ფორვარდს ბიანკოჩელესტისთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე ეწურება და ინძაგის აზრით, ის რომელუ ლუკაკუს სათადარიგოთა სკამიდან მომდევნო სეზონში იდეალურად შეცვლის.

ინტერში ყოფნის დროს, ლუკაკუს ღირსეულ შემცვლელს, რომელიც ბელგიელს დასვენების საშუალებას მისცემდა, ანტონიო კონტეც ითხოვდა და როგორც ჩანს, ამ საკითხში კონტესა და ინძაგის აზრები დაემთხვა.

გათიშვა