Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგის ინტერში ლაციოს რამდენიმე ფეხბურთელის მიყვანა სურს

ინტერის ახალი მწვრთნელი სიმონე ინძაგი გუნდის სატრანსფერო სტრატეგიას უკვე გეგმავს და იტალიური მედიის ცნობით, მას ნერაძურის რიგებში ლაციოს რამდენიმე ფეხბურთელის ნახვა უნდა.

Gazzetta-ს ინფორმაციით, ინძაგიმ ბეპე მაროტას მანუელ ლაცარის, ადამ მარუსიჩის და სტეფან რადუს გაფორმება სთხოვა.

რადუს ტრანსფერი შედარებით მარტივი განსახორციელებელია, რადგან მას ბიანკოჩელესტისთან კონტრაქტი რამდენიმე კვირაში ეწურება და ნერაძურის ლოტიტოსთან მოლაპარაკებების გამართვა არ მოუწევს.

ლაცარი-მარუსიჩის დუეტს რაც შეეხება, ლაციო მათ გაყიდვას არ აპირებს, თუმცა ბოლო სიტყვა ლაციალეს ახალ მწვრთნელს ერგება, რომელიც დიდი ალბათობით მაურიციო სარი იქნება.