Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგის პერიშიჩის შენარჩუნება სურს

ინტერი სახელფასო ჭერის შემცირებაზე ზრუნვას განაგრძობს და აშრაფ ჰაკიმის შემდეგ, მეორეხარისხოვანი ფეხბურთელების გაყიდვას გეგმავს, მათ შორის ერთ-ერთი კი ივან პერიშიჩი გახლავთ.

ხორვატი ფეხბურთელი, რომლის კონტრაქტიც ინტერთან 2022 წლის ზაფხულში იწურება, სეზონში 6 მილიონ ევროს იღებს და ბენეამატას მისი გაყიდვის იმედი აქვს, რითიც საკმაოდ მსუყე თანხას დაზოგავს.

თუმცა, Corriere dello Sport-ის ცნობით, სიმონე ინძაგი 32 წლის ფეხბურთელის შესაძლებლობებს აფასებს და მისი შენარჩუნების იმედი აქვს, ამიტომ შესაძლოა ნერაძურიმ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, ამისთვის კი პერიშიჩს ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.