Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“წყევლას იბრაჰიმოვიჩი დაასრულებს“

უკვე მოგახსენეთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მილანთან შეთანხმებას მიაღწია. ის გუნდთან 1-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მომავალ სეზონში ლეგენდარული 9 ნომრით იასპარეზებს.

ამ ფაქტზე კომენტარი პიპო ინძაგიმ გააკეთა, რომელიც 9 ნომრის ბოლო ღირსეული მატარებელი იყო. 2012 წლის შემდეგ, როდესაც ინძაგიმ კარიერა დაასრულა, აღნიშნული მაისური არაერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა მოირგო, თუმცა ამ მაისურის ტარება ღირსეულად ვერც ერთმა ვერ მოახერხა.

2012 წლის შემდეგ მილანის ლეგენდარული მაისური ფერნანდო ტორესს, გონსალო იგუაინს, ალექს პატოს, ალესანდრო მატრის, მატია დესტროს, ლუის ადრიანოს, ჯანლუკა ლაპლადულას, ანდრე სილვას და შიშტოფ პიატეკს ეცვათ, თუმცა მოლოდინის გამართლება ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა.

„მილანის 9-ნომრიანი მაისურის ტარება მარტივი არავისთვის არ არის, თუმცა არავითარი წყევლა არ არსებობს. თუ ზლატანი ამ ნომრით ითამაშებს, წყევლაზე საუბარიც უკვალოდ გაქრება.

„ზუსტად იგივე სიტუაციაა, როდესაც მე ვან ბასტენის და ჯორჯ ვეას მაისური მოვირგე. დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში იბრა ამ ნომრით ბევრ გოლს გაიტანს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.