Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“ ატალანტას ძლიერი მხარეები კარგად ვიცით“

სიმონე ინძაგიმ ატალანტასთან მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„წინ ძალიან რთული და შესანიშნავი მატჩი გველოდება. ატალანტა ყოველთვის კარგ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ბოლო წლებში ჩვენ მაყურებლებს არაერთი დაუვიწყარი მატჩი ვაჩუქეთ.

„ატალანტას ძლიერი მხარეები კარგად ვიცით. ხვალ მოედანზე ორი ორგანიზებული გუნდი გავა, და გამორიცხული არაფერია. ვერავინ იტყვის, თუ რომელი ჩვენგანია ფავორიტი და რომელი აუტსაიდერი.

„ატალანტას სიძლიერეს ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგიც ადასტურებს, ამიტომ ხვალ რთული, თუმცა კარგი შეხვედრის მოლოდინში ვართ.

„ტრანსფერები ? გუნდი ცდილობს, რომ ჩემი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ვფიქრობ, ჰოედტის და პერეირას გაფორმების შემდეგ ჩვენთვის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, თუმცა ახლა ჩემი ფიქრები ხვალინდელ მატჩზეა.

„პერეირა მნიშვნელოვანი დანამატია, რომელსაც როგორც ნახევარდაცვაში, ასევე შეტევაში შეუძლია თამაში და მისნაირი ფეხბურთელი გუნდს აუცილებლად სჭირდებოდა.“