Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“ ბაიერნის გაჩერება თითქმის შეუძლებელია, თუმცა…“

სიმონე ინძაგიმ ბაიერნთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ მატჩს მოუთმენლად ველოდებით. ეს იქნება 5-წლიანი მუშაობის შედეგი და კულმინაცია. ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და ჩვეული მონდომებით ვიბრძოლოთ.

„ბაიერნი სულ ახლახანს მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ბუნდესლიგაში განცდილი მარცხის მიუხედავად, ისინი მსოფლიოში საუკეთესო გუნდად რჩებიან, თუმცა ლაციო ბრძოლის გარეშე დანებებას არ აპირებს.

„ჩვენ ვიცით, რომ მათი დამარცხება ძალიან რთული და თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ბოლო წლებში ლაციოს ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა და მზად ვართ, ეს ყველაფერი ხვალ გამოვიყენოთ.

„ლევანდოვსკი – იმობილეს დუელი ? ორივე მათგანი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. იმობილემ ოქროს ბუცის მოგება მოახერხა, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს, ლევანდოვსკი კი Ballon d’Or-ის მოგებას მოახერხებდა…“