Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კარგი ფეხბურთელები მყავს“

სიმონე ინძაგიმ რომასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მე ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი შესანიშნავი ფეხბურთელების მწვრთნელი ვარ. ჩვენ ბოლო მატჩებს საკადრო პრობლემების ფონზე ვატარებთ, მაგრამ ამის მიუხედავად ვახერხებთ, რომ ეს არ დაგვეტყოს და მოედანზე მაღალი დონის შეხვედრა ჩავატაროთ.

„კორეა ? ჯერ არ ვიცით, რამდენად რთულია მისი ტრავმა. მე ლაუტაროს სკამზე დატოვება ვამჯობინე, რადგან ის ბოლომდე მზად არ იყო და გარისკვა არ მსურდა. იმედია ის რეალთან მატჩისთვის მზად იქნება.

„ემოციები ოლიმპიკოზე ? ოლიმპიკო 22 წლის განმავლობაში ჩემთვის მეორე სახლი იყო, თუმცა ახლა მე ინტერის მწვრთნელი ვარ. ეს ჩემთვის დერბი არ ყოფილა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელშიც გუნდმა შესანიშნავად ითამაშა.“