Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია“

დორტმუნდთან მატჩის წინ სიმონე ინძაგიმ პრესკონფერენცია გამართა.

„ვიცით, რომ ძალიან დიდ მიღწევასთან ახლოს ვართ, თუმცა წინ კიდევ ორი თამაშია დარჩენილი და გადაწყვეტილი არაფერია.

„ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, ჩემი აზრით ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ევროპაში, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს.

„ჩვენ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება კარგად დავიწყეთ და ჯგუფიდან გასვლა ძალიან დიდი მიღწევა იქნება. სამწუხაროა, რომ სერია ა-ში უდინეზეს დამარცხება ვერ მოვახერხეთ, თუმცა ჩვენ ჩვენი შეცდომები გავაანალიზეთ და ეს შეხვედრა წარსულს მივაბარეთ.

„ჩვენ 4-5 წელია ჩემპიონთა ლიგაზე დასაბრუნებლად ძალიან ბევრს ვმუშაობთ და გვსურს, რომ ამ ტურნირზე მაქსიმალურად დიდი ხანი დავრჩეთ.“

ხვალ ოქროს ბუცის მფლობელს, ჩირო იმობილესა და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელს, ერლინგ ჰაალანდს შორის დიდი ბრძოლა გაიმართება.

„ჩირო ძალიან სტაბილურია, არა მხოლოდ გოლების მხრივ, არამედ იმ უდიდესი სამუშაოს მხრივ, რომელიც მას გუნდისთვის მოაქვს, ჰაალანდი კი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც გოლის გატანა ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლია.“