Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ გუნდის ხელმძღვანელობამ სატრანსფერო ფანჯარაზე შესანიშნავად იმოქმედა“

სიმონე ინძაგის თქმით, ფიორენტინასთან გუშნდელი გამარჯვება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის ხელმძღვანელობის კარგი მუშაობის შედეგია.

ინტერმა რომელუ ლუკაკუს, აშრაფ ჰაკიმის და კრისტიან ერიქსენის სახით მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაკარგა, მაგრამ ბეპე მაროტას მეთაურობით ბენეამატამ ფინანსური სირთულეების მიუხედავად გუნდს ბალანსი და ბრძოლისუნარიანობა შეუნარჩნა.

„ფიორენტინამ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა და გუშინ ბევრი პრობლემაც შეგვიქმნა, ჩვენ ტექნიკურად გამართული ფეხბურთის თამაშს ვერ ვახერხებდით, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენ ჩვენი ტემპი ვიპოვნეთ, რომელშიც ფიორენტინა წინააღმდეგობას ვეღარ გვიწევდა.

„მე ინტერში მოსვლის დროს ვიცოდი, რომ გუნდს გარკვეული ფინანსური სირთულეები ჰქონდა, მაგრამ დირექტორებმა ძალიან მაღალი დონის პროფესიონალების და ჩემთვის ფუნქციონალური ფეხბურთელების მოყვანა მოახერხეს, რომლებიც უკვე გუნდის უმნიშნელოვანესი ფეხბურთელები არიან.“