Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი დარმიანი-გალიარდინის შენარჩუნებას გეგმავს

ანტონიო კონტეს ინტერში ყოფნისას იწერებოდა, რომ სეზონის ბოლოს მატეო დარმიანი და რობერტო გალიარდინი გუნდს დატოვებდნენ, თუმცა სიმონე ინძაგის მისვლის შემდეგ ორივე მათგანს ბენეამატას რიგებში დარჩენის შანსი გაუჩნდათ.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მწირი სატრანსფერო ბიუჯეტის გათვალისწინებით, სიმონე ინძაგი ორივე მათგანს მნიშვნელოვან და საჭირო ფეხბურთელებად მიიჩნევს და გუნდის ხელმძღვანელობას მათ შენარჩუნება სთხოვა.

წყაროს ინფორმაციით, ჰაკიმის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, რომელიც პსჟ-შ ტრანსფერთან არის ახლოს, მატეო დარმიანი შესაძლოა ძირითადის წევრადაც კი იქცეს, გალიარდინი კი სათადარიგოს ფეხბურთელად მოიაზრება, თუმცა ინძაგის ის საჭირო ფეხბურთელად მიაჩნია.

გათიშვა