Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი და ლაციო ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, სიმონე ინძაგი და ლაციო ახალი კონტრაქტის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და იტალიელი სპეციალისტი ლაციალეს თავკაცად 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.

Il Messaggero-ს ინფორმაციით, კლაუდიო ლოტიტომ ინძაგის, რომელსაც 45 წელი გუშინ შეუსრულდა, მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე გარკვეული ტრანსფერების გარანტიები მისცა.

ინძაგი ლაციოს 2016 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს და მისი თავკაცობით ბიანკოჩელესტიმ 240 მატჩი გამართა, მიმდინარე სეზონში კი ლაციო ჩემპიონთა ლიგაზეც დააბრუნა.

წყაროს ინფორმაციით, ინძაგის ხელფასი სეზონში 2.5 მილიონი ევრო იქნება.