Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ დიმარკო ინტერში დარჩება“

ინტერის ახალმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ფედერიკო დიმარკოს მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დიმარკომ გასული სეზონი იჯარის წესით ვერონას რიგებში გაატარა და მისი გაფორმებით არაერთი გუნდი ინტერესდება, თუმცა როგორც ჩანს ის ინძაგის გეგმებში შედის და იტალიელი ფეხბურთელი ბენეამატას რიგებში დარჩება.

„ფედერიკო დიმარკო ძალიან კარგად გამოიყურება და ვფიქრობ, რომ ის ჩვენთან დარჩება, რადგან ის ამას იმსახურებს. მან გასული სეზონი ვერონას რიგებში შესანიშნავად ჩაატარა და ინტერშიც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, ამიტომ მისი გაშვების მიზეზი არ არსებობს.“