Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“ დორტმუნდი ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის შედის“

13 წლის შემდეგ, ლაციო ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება და მათი პირველი მეტოქე დორტმუნდის ბორუსია იქნება. მატჩი ხვალ, 23:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრის წინ კომენტარი ბიანკოჩელესტის მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.

„უკეთესი იქნებოდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩს მოედანზე გულშემატკივრებთან ერთად შევხვედროდით. ვიცით, რომ ისინი ამ დღეს დიდი ხანი ელოდებოდნენ და გვსურს, რომ მათთვის მოედანზე კარგი თამაში ვაჩვენოთ.

„რამდენიმე დღის წინ ლაციომ ბოლო წლებში ყველაზე ცუდი მატჩი ითამაშა, ხვალ კი ვალდებულები ვართ, რომ გასნხვავებულად ვითამაშოთ, უფრო აგრესიულად და უფრო მონდომებით.

„დორტმუნდი ევროპაში საუკეთესო 8 გუნდს შორის არის. მათ უმაღლეს დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და ჩვენთვის ძალიან რთული დებიუტი იქნება. ვიცით, რომ წარმატების მისაღწევად იდეალური მატჩის ჩატარება მოგვიწევს.

„სასტარტო შემადგენლობა ? ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ჯერ არ გადამიწყვეტია. ხვალ დილით ბოლო ვარჯიშს გავმართავთ და ყველაფერს იქ გადავწყვეტ.“