Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ეს ინტერის მაქსიმუმი არ არის“

ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ სალერნიტანასთან მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნერაძურის განვითარების პოტენციალი ჯერ კიდევ აქვს.

„ასეთი მატჩები ფურცელზე შესაძლოა ძალიან მარტივად გამოიყურება, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ასე არ არის. ინტერმა გუშინ მოედანზე გასვლის პირველივე წამებიდან კარგი კონცენტრაციის და მონდომების დონე აჩვენა და თითოეულმა ფეხბურთელმა ჩემი დავალება იდეალურად შეასრულა.

„ჩვენ 25 დღეში მე-9 შეხვედრა გავმართეთ, საშობაო დასვენებამდე კი კიდევ ერთი შეხვედრა დაგვრჩა და ახლა კონცენტრაციის დაკარგვის უფლება არ გვაქვს.

„ვფიქრობ, რომ სერია ა-ში ჩვენ რამდენიმე ქულით მეტი უნდა გვქონდეს, რადგან გუნდი ყოველთვის კარგ თამაშს აჩვენებდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მატჩები ჩვენ ენერგიას გვართმევდა და ამის გამო რამდენიმე ქულა დავკარგეთ.

„ამის მიუხედავად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინტერის მაქსიმუმი არ არის და განვითარება ჯერ კიდევ შეგვიძლია.

„ჩემპიონთა ლიგა ? ჩვენ იმედი გვქონდა, რომ მანჩესტერ სიტის, ლივერპულს და ბაიერნს თავიდან ავიცილებდით, მაგრამ ლივერპულთან ორი შესანიშნავი დაპირისპირება გველოდება, თუმცა ამ მატჩებზე ფიქრს თებერვალში დავიწყებთ.“