Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია…“

სიმონე ინძაგიმ სპეციასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ მატჩისთვის გუნდი მოედანზე სწორი განწყობით გასულიყო, რაც ასე მოხდა კიდეც. მე ბიჭების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, მათ მეტოქის საჯარიმოსთან ბევრი მომენტი შექმნეს, ჩვენს საჯარიმოში კი ფაქტობრივად სახიფათო ეპიზოდი არ ყოფილა.

„ჩვენ კარგი ტემპი ავკრიფეთ, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტესტი გველოდება, ამიტომ ახლა ცოტა უნდა დავისვენოთ და მუშაობა გავაგრძელოთ.

„დამფრისი ? მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. ბოლო 3 მატჩის განმავლობაში მას ბევრი თამაში არ მოუწია, რადგან დარმიანი ძალიან კარგ ფორმაში იყო, მაგრამ ჩვენ დენზელის შესაძლებლობები კარგად ვიცით

„დაგვიბრუნდება თუ არა რომელიმე ტრავმირებული ფეხბურთელი მომდევნო ტურისთვის ? ჯერჯერობით ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიცი, რომ ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე გავა, გუნდისთვის ყოველთვის 100 პროცენტით დაიხაჯრება.“