Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“ ვიდალი იმობილეზე ეშმაკია“

სიმონე ინძაგიმ ინტერთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა და იმობილეს მოედნიდან გაძევების ეპიზოდზე ისაუბრა.

„ჩვენ დაცვაში პრობლემები გვაქვს და შეხვედრის დროს 3 იძულებით ცვლილების გაკეთება მოგვიწია, თუმცა ბიჭებმა ხასიათი გამოავლინეს და ძალიან რთულ მეტოქესთან შესანიშნავად ითამაშეს.

„ქულით კმაყოფილი ვარ, თავიდან კარგად დავიწყეთ, გოლის შემდეგ კი ცოტა ავირიეთ, თუმცა მეორე ტაიმში მატჩის სადაეები ხელში ვიგდეთ და ქულა მოვიპოვეთ.

„მარკო პაროლოს ცენტრალური მცველის პოზიციაზე სულ 3-ჯერ აქვს ნათამაშები, თუმცა მან საქმეს თავი კარგად გაართვა. ის ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა და შეუძლია ნებისმიერ პოზიციაზე დადგეს, სადაც ამის საჭიროება იქნება.

„ვუყურებდი კოლაროვს და დ’ამბროზიოს, რომლებიც ინტერის სათადარიგო სკამზე ისხდნენ და ვფიქრობდი, თუ რამდენად ძლიერი შემადგენლობა ჰყავს გუნდს.

„იმობილე ? მან იცის, რომ მტყუანი იყო, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, ვიდალი ჩიროზე ეშმაკი გამოდგა.“