Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი ინტერთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ ბენეამატას რიგებში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და გუნდის ხელმძღვანელობას იტალიელ სპეციალისტთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

ინძაგიმ ნერაძური სეზონის სტარტზე მას შემდეგ ჩაიბარა, რაც გუნდი ანტონიო კონტემ დატოვა და ბევრი თვლიდა, რომ ჩემპიონებს ჩავარდნა დაეწყებოდათ, თუმცა სიმონემ როგორც 15 ტურის შემდეგ როგორც სერია ა-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე გასული სეზონის შედეგები გააუმჯობესა და გუნდი მზად არის ის ახალი ხელშეკრულებით დააჯილდოვოს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინძაგი, რომელმაც სეზონის სტარტზე მილანურ გრანდთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ხელშეკრულებას 2025 წლის სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივებს.