Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ინტერის თამაშით კმაყოფილი ვარ“

გუშინ ინტერმა სიმონე ინძაგის ხელმძღვანელობით პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და ლუგანოს დამარცხება მხოლოდ  11-მეტრიანებში მოახერხა, თუმცა ნერაძურის ახალი თავკაცი შეხვედრით კმაყოფილი დარჩა.

„ვიცოდი, რომ წინ რთული მატჩი გველოდებოდა. ჩვენ მეტოქეს 2 ბურთით ჩამოვრჩით, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ როტაციის ძალიან მწირი საშუალება გვქონდა, გუნდი თამაშში დარჩა და კარგი რეაგიფება მოახდინა.

„მე ინტერის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ გამარჯვებისთვის ბოლო წამამდე ვიბრძოდით. ინტერს ნელ-ნელა გუნდის ძირითადი ბირთვი შეუერთდება და შემდეგ თამაშები უფრო გაგვიადვილდება.

„გუნდი ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება და დარწმუნბული ვარ, რომ 22 აგვისტოს ნერაძური სეზონს საუკეთესო ფორმაში შეხვდება.

„ჩვენ სეზონს ჩემპიონების რანგში ვიწყებთ და ქომაგების მხრიდან მოლოდინები დიდია, რაც ასე უნდა იყოს, რადგან ჩვენ ინტერის ღირსებას ვიცავთ.”