Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ინტერი მადრიდში თავდაჯერებულად ითამაშებს“

ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ მადრიდის რეალთან მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა.

ორივე გუნდს პლეი-ოფში ადგილი გარანტირებული აქვთ, თუმცა თუ ბენეამატა ბლანკოსის დამარცხებას მოახერხებს, იტალიელები პირველ ადგილს დაიკავებენ და მომდევნო ეტაპზე პოტენციურად უფრო სუსტი მეტოქე ეყოლებათ.

„ვფიქრობ, რომ ეს მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია მომდევნო ეტაპის საგზური ორივეს მოპოვებული აქვს, მაგრამ ასეთი დონის მატჩში გამარჯვება მენტალური თვალსაზრისით ყოველთვის ძალიან სასარგებლოა.

„ინტერმა პირველ წრეში რეალის წინააღმდეგ კარგად ითამაშა, მარამ როგორც ვნახეთ ეს საკმარისი არ გამოდგა და ახლა ჩვენ უფრო მეტის გაკეთება მოგვიწევს.

„რეალი ბენზემას გარეშე ? რა თქმა უნდა, კარიმი მათთვის ძალიან მნისვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ტრავმიანობა დღევანდელი ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი გახდა და ჩვენ, მწვრთნელები, ამ სიტუაციას უკვე მივეჩვიეთ კიდეც. ბენზემა გასულ ტურში იოვიჩმა ჩაანაცვლა, რომელამც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა, ამიტომ მათი შეტევა არ დასუსტებულა.

„ჩვენი კარგი ფორმა ? თავიდან გარკვეული დრო დაგვჭირდა, რომ ერთმანეთი კარგად გაგვეცნო, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გუნდს ცუდად არასოდეს უთამაშია და მაგალითისთვის რომასთან პირველი მატჩის მოყვანა შეგვიძლია, როდესაც საბოლოო ანგარიშის მიუხედავად კარგად გამოვიყურებოდით.

„ადაპტაციის პერიოდის გამო, გარკვეული ქულები სერია ა-შიც დავკარგეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ გუნდი ძალიან განვითარდა და ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის.

„ანჩელოტი ? მისი კარიერა და მიღწევები ყველა სიტყვაზე კარგად გადმოსცემს, თუ რამდენად დიდი სპეციალისტია კარლო. მასთან ფეხბურთზე საუბარი ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. მოხარული ვარ, რომ ის ესპანეთში კარგად მუშაობს, ის ბევრ კომპლიმენტს იმსახურებს.

„ტრავმირებულები ? რანოკია, დარმიანი, სატრიანო და კორეა ვერ ითამაშებენ. კორეამ დაზიანება ოლიმპიკოზე მიიღო, რაც სამწუხაროა, რადგან ის ძალიან უმატებდა.

„მე ხოაკინს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ დროთა განმავლობაში ის კიდევ უფრო უკეთესი გახდება.

„ლაუტარო თავს კარგადგრძნობს, მას პრობლემები არ აქვს, სტეფან დე ვრეისა და კოლაროვის შესახებ კი საბოლოო გადაწყვეტილებასვარჯიშის შემდეგ მივიღებთ.“