Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ინტერსა და იუვენტუსს შორის ფავორიტი არ არსებობს“

ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ Supercoppa-ზე იუვენტუსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ მოედანზე მაქსიმალური აგრესიითა და მონდომებით უნდა გავიდეთ. ვიცით, რომ მატჩში აუცილებლად იქნება მომენტები, როდესაც იუვენტუსი ძალიან დიდ პრობლემებს შეგვიქმნის.

„რამდენიმე თვის წინ, იუვენტუსს ყველა სკუდეტოს ფავორიტად თვლიდა და იმის მიუხედავად, რომ მათ გარკვეულ მატჩებში არ გაუმართლათ და ქულები დაკარგეს, ტურინელთა დაუფასებლობა ძალიან დიდი შეცდომა იქნება.

„იუვენტუსს დიდებული გუნდი ჰყავს, ბონუჩი, კიელინი და სხვები. მინდა აქვე ფედერიკო კიეზას წარმატებები და მალე გამოჯანმრთელება ვუსურვებ, ის იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია და სამწუხაროა, რომ ასეთი რთული ტრავმის გადალახვა მოუწევს.

„ოქტომბრის მატჩი იუვეს წინააღმდეგ ? იმ შეხვედრიდან ძალიან დიდი დრო გავიდა და ვფიქრობ, რომ ახლა ორივე გუნდი გაცილებით უკეთესია.

„შეტევის ხაზი ? ჩვენი ოთხივე შემტევი თამაშისთვის მზად არის, ამიტომ არჩევანის გაკეთება მომიწევს, ეს პრობლემა არასოდეს ყოფილა.

„გუნდის პრეზიდენტის დაბრუნება ? მიხარია, რომ ის მილანში დაბრუნდა, მაგრამ ჩვენ მის ახლოს ყოფნას მაშინაც ვგრძნობდით, როდესაც ის ჩინეთში იმყოფებოდა.

„ფავორიტი ხვალინდელ მატჩში ? ეს ფინალია და ასეთ შეხვედრებში ფავორიტებ იარ არსებობენ. იუვენტუსი ბოლო 8 მატჩია დაუმარცხებელია და მათ გასულ ტურში რომში სასწაული მოახდინეს.

„მათ ძალიან გამოცდილი შემადგენლობა ჰყავთ, რომლებიც ფინალების თამაშს მიჩვეულები არიან, თუმცა ჩვენ ჩემპიონები ვართ და ხვალ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.“