Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი ინტერში ტრანსფერებს ითხოვს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, სიმონე ინძაგი სეზონის დაწყებამდე ინტერის ხელმძღვანელობისგან ფლანგის მცველების და ცენტრალური თავდამსხმელის დამატებას ითხოვს.

ნერაძური აშრაფ ჰაკიმის შემცვლელის ძიებას კვლავ განაგრძობს და ამ პოზიციაზე კალიარის ნაიტან ნანდესის, ჰექტორ ბელერინის და დენზელ დამფრისის ტრანსფერზე მუშაობს, თუმცა სატრანსფერო ღირებულების გამო ჯერჯერობით ინტერი შეთანხმებას ვერ ახერხებს.

მარცხენა ფლანგს რაც შეეხება, ვერონადან დაბრუნებული ფედერიკო დიმარკო სავარაუდოდ გუნდში დარჩება, ივან პერიშიჩი კი შესაძლოა წავიდეს და ინძაგის ამ ფლანგის გაძლიერებაც სურს. ამ პოზიციაზე ინტერის პრიორიტეტული სამიზნე მანჩესტერ იუნაიტედის ალექს ტელესი გახლავთ.

მესამე პოზიცია, რომლის გაძლიერებასაც სიმონე ინძაგი ითხოვს, ცენტრალური თავდასხმაა. იტალიელ სპეციალისტს გუნდში ისეთი ფეხბურთელის ხილვა სურს, რომელიც რომელუ ლუკაკუს შეენაცვლება და ბელგიელს დასვენების საშუალებას მიცემს. ინტერს ანდრეა პეტანია და ჯანლუკა სკამაკა დაუკავშირეს, მაგრამ ბენეამატას ჯერ მათ ტრანსფერზე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს…