Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი იუვენტუსის ზარს ელოდება…

სიმონე ინძაგის კონტრაქტი ლაციოსთან სეზონის ბოლოს იწურება და იმის მიუხედავად, რომ როგორც ინძაგიმ, ასევე გუნდის დირექტორებმა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი არაერთხელ გამოთქვეს, ახალი კონტრაქტის გაოიფციალურება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლაციომ ინძაგისთან ახალი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, მაგრამ იტალიელი სპეციალისტი ხელშეკრულების გაოფიციალურებას არ ჩქარობს და იუვენტუსის ზარის მოლოდინშია, რომელიც დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს ანდრეა პირლოს გაუშვებს და მისი შეცვლის ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ინძაგის მოიაზრებს.