Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ იუვეს ჩამოწერა ჯერ ადრეა. ლივერპული ? მათთან თამაში ყველაზე ნაკლებად გვსურდა“

ინტერის თავკაცის სიმონე ინძაგის თქმით, იუვენტუსის ჩამოწერა ტიტულისთვის მებრძოლი გუნდებიდან ჯერ ადრეა, ლივერპული კი ჩემპიონთა ლიგაზე მათთვის ყველაზე არასასურველი გუნდი იყო.

„ჩვენ სეზონი კარგი პირველი ნახევარი გვქონდა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. სერია ა-ში უამრავი ძლიერი გუნდია, მათ შორის იუვენტუსი, რომელმაც სეზონის სტარტზე ქულები დაკარგა, მაგრამ მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, რომელიც ჩვეულ სტაბილურობას იბრუნებს.

„მათ ბოლო 6 მატჩიდან 5-ჯერ იმარჯვეს, ამიტომ მათი ჩამოწერა ძალიან დიდი შეცდომა იქნება.

„ლაციოსთან მარცხი ? მარცხი ყოველთვის ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ზოგჯერ ის შენთვის კარგ გაკვეთლად შეიძლება იქცეს და ლაციოსთან სწორედ ასე მოხდა.

„ჩემპიონთა ლიგა ? ჩვენ ვიცით, თუ რას უნდა ველოდოთ. ლივერპული მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და სიმართლე რომ გითხრათ, მათ წინააღმდეგ თამაში ყველაზე ნაკლებად მსურდა. ახლა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩებს მაქსიმალურად კარგ ფორმაში შევხვდეთ. ჩვენ ძალიან დაძაბული იანვარი და თებერვალი გვაქვს და არავინ იცის, რა სიტუაცია იქნება ტრავმების და სხვა გაუთვალისწინებელი პრობლემების მხრივ.“