Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ კორეა ჩვენ ძალიან გამოგვადგება“

სიმონე ინძაგიმ ვერონასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და ხოაკინ კორეას ტრანსფერზე ისაუბრა.

„ჩვენ ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ, რადგან წინ ძალიან რთულ იშეხვედრა გველოდება. ვერონა მართალია პირველ ტურში დამარცხდა, მაგრამ მათ სხვა შედეგი დაიმსახურეს.

„ჩვენ ბევრი დრო არ გვქონია, რომ ლაუტაროსა და ჯეკოს ერთად კარგად ევარჯიშათ, მაგრამ ლაუტიმ ტრავმა მოირჩინა და დაბრუნდა, რაც ნამდვილად დიდი პლიუსია.

„კორეა ? ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლის შესაძლებლობები მე ძალიან კარგად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ხოაკინი ინტერს ძალიან დიდ სარგებლობას მოუტანს.“