Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“ ლაციომ ისე წარმოაჩინა, რომ გამარჯვება მარტივი იყო…“

ლაციომ სტადიო ოლიმპიკოზე ზენიტს უმასპინძლა და იმობილეს დუბლით და პაროლოს გოლით მეტოქე 3 – 1 დაამარცხა, რითიც ჯგუფიდან გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

მატჩის შემდეგ კომენტარი სიმონე ინძაგიმ გააკეთა.

„დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ და შესაძლოა ვინმეს ეგონოს, რომ ამ თამაშის მოგება ძალიან ადვილი იყო, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. ზენიტი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს მიჩვეულია და მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი არავისთვის არ არის.

„ჩვენ წინა ორი თამაში ძალიან დიდი დანაკლისით ჩავატარეთ და ქულების მოპოვება მაინც მოვახერხეთ, მაგრამ დღეს გამარჯვება აუცილებელი იყო და საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ნელ-ნელა ტრავმირებული ფეხბურთელები გვიბრუნდებიან და მნიშვნელოვანია, რომ ტემპის დაბრუნება მოვახერხოთ.“

იმობილეს გოლის დროს გუნდის 10-მა ფეხბურთელმა 24 პასის გაკეთება მოახერხა.

„ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, რაც კარგი და სანახაობრივი ფეხბურთის თამაშს ვცდილობთ და ეს უფრო და უფრო კარგად გამოგვდის. მიუხედავად იმისა, რომ დღე 3 გოლი გავიტანეთ, ჩვენ 6 – 7 გოლის გატანა შეგვეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია.“