Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ლაციომ უკეთესი შედეგი დაიმსახურა“

სიმონე ინძაგიმ იუვენტუსთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მატჩის მიმოხილვა იხილეთ აქ.

„ჩვენ თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, 1 – 1-ზე კი ხარიხას გავარტყით და კონტრ-შეტევის შემდეგ გოლი საკუთარ კარში მივიღეთ.

„ჩვენ დღეს წაგებაზე ბევრად კარგი შედეგი დავიმსახურეთ. ვფიქრობ, რომ დღეს ლაციო თამაშს აკონტროლებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის. ჩვენ არ უნდა დავნებდეთ და უნდა გვჯეროდეს, რომ მიზნების მიღწევა კვლავ შეგვიძლია.

„სეზონის სტარტი ძალიან ცუდი გამოგვივიდა, რაც ტრავმების გამო იყო გამოწვეული,  თუმცა ბოლო პერიოდში ფორმა ავკრიფეთ და ყველას დავანახეთ, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა შეგვიძლია, ამიტომ ამ მარცხმა გუნდის თავდაჯერებულობა არ უნდა გატეხოს.

„იუვენტუსმა დღეს 37-ე წუთამდე კარშიც კი ვერ დაარტყა. რაბიოს მომენტშიც კი, მეგონა რომ ის ბურთს ჩააწოდებდა, თუმცა სამწუხარო გოლი გავუშვით.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მომენტების გამოყენება და სხვაობის გაზრდა ვერ მოვახერხეთ, რისი გაკეთებაც იუვენტუსის წინააღმდეგ ძალიან ცუდად მთავრდება…“