Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“ ლაციოსთვის ლიმიტი არ არსებობს, თუმცა…“

ლაციოს მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია კალიარისთან მატჩის წინ.

„ჩვენ დავუპირისპირდებით გუნდს, სადაც ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელი თამაშობს. 3 ქულის მოსაპოვებლად ლაციოს გუნდური თამაში და მსხვერპლზე წასვლა მოუწევს.

„ვედატ მურიქის კორონა ვირუსი დაუდასტურდა და კალიარისთან ვერ დაგვეხმარება, თუმცა რეინა და ესკალანტე გუნდის დასახმარებლად მზად არიან. ჩვენ იგივე შემადგენლობით დავიწყებთ, რითიც გასულ სეზონში ვთამაშობდით.

„შემადგენლობას გაძლიერება კიდევ სჭირდება და ჩვენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვმუშაობთ. გასულ სეზონში სათადარიგო სკამის სიმწირის გამო დიდი პრობლემები შეგვექმნა და იგივეს გამეორება არ გვსურს.

„ლოტიტომ პირობა მომცა, რომ გუნდის შემადგენლობა გაძლიერდებოდა და მე მისი მჯერა.

„რა არის გუნდის მიზანი ამ სეზონში ? მე კონკრეტული მიზნების დასახვა არ მიყვარს. გასული სეზონი ძალიან წარმატებული გამოვიდა, თუმცა ეს გუნდის მაქსიმუმი არ არის

„წინ ურთულესი სერია ა და ჩემპიონთა ლიგა გველოდება, ლაციოს კი ლიმიტი არ გააჩნია და ჩვენ ნებისმიერი მატჩის მოსაგებად ვიბრძოლებთ.“