Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“ ლაციოს ასეთი მარცხის უფლება არ აქვს“

გუშინ სამპდორიამ ლაციო 3 – 0 გაანადგურა და ბიანკოჩელესტიმ 4 ტურში მე-2 მატჩი წააგო. შეხვედრაზე კომენტარი ლაციალეს მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.

„ძალიან ცუდი მარცხი იყო. გუნდმა შეიძლება წააგოს, თუმცა არა ასეთ სტილში. სამპდორია ჩვენზე მატჩის პირველი წუთიდან ბოლომდე დომინირებდა. საბედნიეროდ შემდეგი შეხვედრა მოკლე დროში გვიწევს და იმედი მაქვს რეაბილიტირებას მოვახერხებთ.

„ჩვენ მონდომება და გუნდური სული გვაკლდა, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა. სამპდორიამ შესანიშნავად ითამაშა, თუმცა ჩვენ ჩვენი ცუდი თამაშის გამო დავმარცხდით.

„ჩვენ ამ შეხვედრიდან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და უნდა გავაანალიზოთ, თუ რა მოხდა… სიმართლე რომ გითხრათ, გუნდისგან სხვა სიმაღლეს ველოდი. ჩვენ ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, განსაკუთრებით ფლანგებზე, თუმცა ასეთ სიტუაციაში ადრეც ვყოფილვართ და ასე ცუდად არ გვითამაშია.

„შესაძლებლობა რომ მქონოდა, პირველი ტიამის შემდეგ თერთმეტივე ფეხბურთელს შევცვლიდი, თუმცა ახლა მატჩს ახლიდან რომ ვიწყებდეთ იგივე სასტარტო შემადგენლობის დაყენება მომიწევდა, რადგან სხვა არჩევანი ფიზიკურად არ გვაქვს.“