Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“ ლაციოს მოტივაციის ნაკლებობის უფლება არ აქვს“

სიმონე ინძაგიმ ბოლონიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ დორტმუნდთან გამარჯვების მიუხედავად, გუნდი მინდორზე საჭირო მოტივაციით უნდა გავიდეს.

„ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, სამი დღით ადრე კი სერია ა-ში საშინლად ვითამაშეთ. ეს ყველაფერი მოტივაციის გამო ხდება და ლაციოს ფეხბურთელებს მოტივაციის ნაკლებობის უფლება არ აქვთ.

„შემადგენლობაზე ახლა ვერ ვისაუბრებ, რადგან მათ, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშეს დასვენებას იმსახურებენ. ხვალინდელ ვარჯიშზე ყველას დავაკვირდები და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ.

„არ არის გამორიცხული, რომ ხვალ რეინამ ითამაშოს. ის შესანიშნავი მეკარეა და ასტრაკოშას დასვენების საშუალებას მისცემს.

„აკპრო ? ის ლაციოში გადმოსვლის დღიდან დიდი მონდომებით ვარჯიშობს და ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის.

„ბოლონია ძალიან კარგი გუნდია, რომელმაც იმაზე მეტი ქულა დაიმსახურა, ვიდრე ახლა აქვს. მიჰაილოვიჩის წინააღმდეგ არაერთხელ გვითამაშია და ვიცით, რომ მისი გუნდი ყოველთვის ბოლომდე იბრძვის.

„სავიჩი ? მან სამწუხაროდ ვერ ივარჯიშა, რადგან გარკვეულ დისკომფორტს განიცდის და დიდი ალბათობით ბოლონიასთან მატჩში ვერ დაგვეხმარება.

„შეტევის ხაზში საბედნიეროდ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ჯერჯერობით არ ვიცი, იქნება თუ არა იმობილე სასტარტოში, რადგან მურიქი კარგად ვარჯიშობს და შანსს ნამდვილად იმსახურებს.“