Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“ ლაციოს საკუთარ ძალებში რწმენა არასოდეს დაუკარგავს“

ტურინში, ტორინოსა და ლაციოს შორის შესანიშნავი მატჩი შედგა. ლაციო 94’ წუთამდე 3 – 2 აგებდა, თუმცა იმობილეს და კასეიდოს გოლებით მეტოქეს საბოლოო ჯამში 3 – 4 სძლია. მატჩის შემდეგ კომენტარი ბიანკოჩელესტის მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.

„ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან კარგად არის ორგანიზებული.

„ჩვენ გოლები ძალიან უცნაურ სიტუაციებში გავუშვით, თუმცა ჩვენს ძალებში რწმენა არც ერთი წამით არ დაგვიკარგავს.

„სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენს თავებს პრობლემები ჩვენთვითონ შევუქმენით, თუმცა საბედნიეროდ ამის გამოსწორების საშუალება მოგვეცა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოვიპოვეთ.“

98 წუთზე კასეიდოს გოლის შემდეგ ინძაგიც კი, რომელიც ძალიან გაწონასწორებულია, მოედანზე შევარდა.

„არ შემეძლო, რომ ასეთი მომენტის შემდეგ ბიჭებთან არ მივსულიყავი და არ ჩავხუტებულიყავი. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი მოთამაშე გვაკლდა, თუმცა გუნდმა ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა.

„გუნდი რთულ სიტუაციაშია, რომელში ყოფნაც ნამდვილად არ გვსურს, თუმცა რეალობა ასეთია და ჩვენ ადაპტაციის გავლა მოგვიწევს.“