Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“ ლაციო განცხადებას ხვალ გააკეთებს“

ლაციო ბელგიაში ბრიუგესთან სათამაშოდ მხოლოდ 16 ფეხბურთელით გაემგზავრა. ლუის ალბერტო, იმობილე, პერეირა, ლუკას ლეივა, ლაცარი, კატალდი, ფელიპე და სტრაკოშა გუნდთან ერთად არ იმყოფებიან და ვრცელდება ხმები, რომ ყველა მათგანს კორონა ვირუსი აქვს…

ამ თემაზე კომენტარი ბიანკოჩელესტის მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.

„რომში დარჩენილ ფეხბურთელებზე გარკვეული ეჭვები არსებობს. ჩვენ აქ 16 ფეხბურთელით ჩამოვედით და გუნდი ოფიციალურ განცხადებას დანარჩენებზე ხვალ გააკეთებს. ჩვენ ზოგიერთი ფეხბურთელის ტესტზე პასუხს ველოდებით.

„ახლა ვართ ძალიან საყურადღებო სიტუაციაში, რომელშიც ვუსურვებდით, რომ არ ვყოფილიყავით, თუმცა დარმწუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი, ვინც ხვალ მოედანზე გავა, ბოლომდე დაიხარჯება.

„ბრიუგე კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით და ჩვენ 3 ქულის მოსაპოვებლად ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენება მოგვიწევს.“