Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“ ლაციო მზად არის, გუნდის ისტორია დაწეროს“

ხვალ სიმონე ინძაგის გუნდი ბრიუგეს დაუპირისპირდება და ქულის მოპოვების შემთხვევაში, 20-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავა.

„ჩვენ ბოლო წლებში ბევრი ფინალის თამაში მოგვიწია და ამას ყოველთვის კარგად ვაკეთებდით. იმედი გვაქვს, რომ ხვალაც იგივე მოხდება. ეს არის თამაში, რომელიც გუნდის ისტორიას შეცვლის. ბოლო ლაციო  ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 20 წლის წინ გავიდა და დროა, რომ ჩვენ იქ დავბრუნდეთ.

„გუნდმა იცის, რომ ჩვენ ბრიუგეს დამარცხების ძალა შეგვწევს და მოედანზე სწორედ ამ მიდგომით უნდა გავიდეთ.

„ვფიქრობ, ჩვენ იმაზე კარგ შედეგებს მივაღწიეთ, ვიდრე ჩვენგან ელოდებოდნენ, თუმცა გუნდს იმის პოტენციალი აქვს, რომ კიდევ უფრო შორს წავიდეს.

„უკან არასოდეს არ უნდა იყურო, თუმცა წარსულის დავიწყებაც არ ივარგებს. ბიჭებმა ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი იმუშავეს, რომ ასეთი მნიშვნელობის მატჩში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონოდათ და ჩვენ ეს გამოგვივიდა.

„სამწუხაროდ, ვედატ მურიქი და სენად ლულიჩი ვერ დაგვეხმარებიან, კორეას და პატრიჩის მდგომარეობას კი ხვალ შევაფასებთ, ორივე მათგანის მიმართებაში  პოზიტიურად ვართ განწყობილი.“