Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ლაციო მოედანზე გასამარჯვებლად გავა“

სიმონე ინძაგიმ ინტერთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ 23:45 საათზე გაიმართება, პრესკონფერენცია გამართა.

„ხვალ ჩვენ ძალიან მნიშნელოვანი მატჩი გველოდება. ვიცით, თუ რა ფორმაში ვართ ჩვენ და რა ფორმაშია ინტერი, ამიტომ სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმალური კონცენტრაცია და მონდომება დაგვჭირდება.

„ჩვენი მთავარი ამოცანა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, რაც სეზონის სტარტზე ტრავმების გამო ძალიან რთული მისაღწევია და ახლა, როდესაც გუნდმა ფორმა დაიბრუნა, ყველა მატჩში ჩვენ გამარჯვებას ვეცდებით. სერია ა-ს ოთხეულში დასრულება ჩვენთვის სკუდეტოს მოპოვების ტოლფასი იქნება.

„ინტერს რაც შეეხება, ნერაძური ძალიან ძლიერი გუნდია და ჩემი აზრით, იუვენტუსთან ერთად ისინი სკუდეტოს მოპოვების ფავორიტები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ კოპა იტალიიდან გამოვარდნის შემდეგ, ისინი ორმაგად მონდომებულები იქნებიან.

„მუსაკო ? მან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იმის მიუხედავად, რომ მატეოს მილანში ბევრი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, ის შესანიშნავ ფორმაშია და გუნდს ძალიან კარგად მოერგო.

„ტომას სტრაკოშა ჩვენს დახმარებას კვლავ ვერ მოახერხებს, სტეფან რადუს თამაში კი გადაწყვეტილი არ არის….“