Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ლაციო მსაჯების გადაწყვეტილებებით ხშირად უსამართლოდ ისჯება“

სიმონე ინძაგიმ ფიორენტინასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მსაჯების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა.

„ხვალ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და ეს თითოეულ ჩვენგანს კარგად აქვს გათავისებული.

„ჩვენ ბოლო 3 მატჩსი ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუმცა საერთო ჯამში 15-მა ჩაგდებულმა წუთმა მნიშვნელოვანი ქულები დაგვაკარგვინა.

„ფიორენტინას წინააღმდეგ მატჩში მოტივაცია გვჭირდება. ბოლო შეხვედრებში ჩვენ ძალიან ხშირად მსაჯების გადაწყვეტილებების გამო ვიჩაგრებოდით, რაც გუნდზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

„ახლა დროა, რომ იმაზე უფრო ძლიერები ვიყოთ, ვიდრე ოდესმე. პრანდელის გუნდი ძალიან ძლიერია, მათ კარგი პერიოდი უდგათ და ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავთ, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად კარგად უდნა ვითამაშოთ.“

გათიშვა