Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ლაციო ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლას აგრძელებს“

სიმონე ინძაგის კომენტარი რომაული დერბის წინ.

„რომაული დერბი სხვა მატჩებს არ ჰგავს. მართალია ჩვენ გარკვეული პრობლემები გვაქვს,  თუმცა ლაციო რწმენას არ კარგავს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას მოვახერხებთ.

„ვიცით, რომ წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება და ბიჭებს უკვე ვთხოვე, რომ მატჩს მაქსიმალური მონდომებით და გამარჯვების სურვილით მიუდგნენ სწორედ ისე, როგორც ამას სეზონის მეორე ნახევარში ვაკეთებთ.

„მოურინიო რომაში ? ეს ჩვენთვის ამ მომენტისთვის საინტერესო თემა არ არის. ახლა მთელი ყურადღება დერბიზე და დარჩენილ მატჩზებზე უნდა გადავიტანოთ, მოურინიო კი რომს უფრო მეტ ხიბლს შესძენს.“