Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ლაციო ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების იმედს არ კარგავს“

სიმონე ინძაგიმ კორონა ვირუსი დაამარცხა და მილანთან მატჩში ლაციოს უხელმძღვანელებს. იტალიელმა სპეციალისტმა ხვალინდელ შეხვედრაზე მცირე კომენტარი გააკეთა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რომელიც ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლაში შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. ჩვენ ბოლო 16 მატჩიდან 12-ს მოგება მოვახერხეთ, რამაც ლიგაზე გასვლის იმედები დაგვიბრუნა და ჩვენ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ.

„კორონა ვირუსს რაც შეეხება, დაბრუნების გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი იყო, მეუღლის და შვილების ასეთ მდგომარეობაში ხილვა მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

„მინდა ჩემს სტაფს მადლობა გადავუხადო იმ შესანიშნავი სამუშაოსთვის, რაც მათ ჩემს არყოფნაში გასწიეს.“