Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ლუკაკუს წასვლა შოკი იყო, იმედია ბროზოვიჩი გუნდში დარჩება“

ინტერის მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ლუკაკუს გუნდიდან წასვლა ? მე რომელუს გაწვრთნის საშუალება 1 კვირის განმავლობაში მქონდა, ის დიდებული ფეხბურთელია, რომლის გუნდიდან წასვლა ჩვენთვის შოკი იყო, რადგნა გუნდი მხოლოდ ჰაკიმის გაყიდვას აპირებდა.

„როდესაც მივხვდით, რომ ლუკაკუს გუნდის დატოვება სურდა, მე ბეპე მაროტას და პიერო აუსილიოს ვესაუბრე და მათ ედინ ჯეკოს სახელი ვუხსენე, რაც როგორც აღმოჩნდა, მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე უკვე რამდენიმე წელი იყო.

„ჯეკო არის ფორვარდი, რომელიც გარანტირებული გოლების გარდა გუნდს სხვა ასპექტებშიც ეხმარება.

„სატრანსფერო ფანჯარა ? ჩემი პრიორიტეტი ყველას შენარჩუნება იქნებოდა, ხოლო თუ ნახევარდაცვის და ფნალგების გაძლიერებას შევძლებთ, ეს შესანიშნავი იქნებოდა.

„სანჩესი ? მას ბოლო პერიოდში ტრავმების გამო არ უმართლებდა, თუმცა ალექსისის შესაძლებლობები  ყველამ კარგად ვიცი და მე მსურს, რომ როგორც სანჩესი, ასევე სხვა ფორვარდები გუნდში დარჩნენ.“

კალიარის ნაიტან ნანდესს უკვე დიდი ხანია ინტერს უკავშირებენ.

„ნანდესი საინტერესო ფეხბურთელია, რომელსაც სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და ვფიქრობ, რომ ის ჩვენს გუნდს ძალიან მოუხდებოდა. მე კონკრეტულ სახელებზე საუბარი არ მინდა, მაგრამ ვიცი, რომ თუ ამის საშუალება იქნება, ჩვენ შემადგენლობის გაძლიერებას ვეცდებით.

„ბროზოვიჩი ? მან უნდა იჩქაროს და გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს! ის დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც ინტერი და მისი ქომაგები ძალიან უყვარს.

„იგივეს თქმა შეიძლება პერიშიჩზე, ორივე მათგანი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან და იმედია ისინი ინტერში დარჩებიან.“