Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“ მარცხი დავიმსახურეთ“

ლაციომ საკუთარ მოედანზე ვერონას უმასპინძლა და მოულოდნელად 2 – 1 დამარცხდა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი სიმონე ინძაგიმ გააკეთა.

„ვიცოდით, რომ მატჩის მსვლელობისას პრობლემები გვექნებოდა. ლაციომ საკმაოდ კარგად ითამაშა და ძალიან ბევრი შანსიც შექმნა და არ მახსოვს მომენტი, როდესაც რეინას სეივის გაკეთება დასჭირვებოდა.

„თუმცა, როდესაც გუნდი დაცვაში ისეთ შეცდომებს უშვებს, როგორიც ჩვენ დღეს დავუშვით და მეტოქე გუნდს 2 გოლს ჩუქნის, წაგება სრულიად დამსახურებულია.

„ჩვენ ვიცით, რომ სერია ა-ში ყველა თამაში რთული და ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა შევეცდებით, რომ მომდევნო თამაშში იგივე შეცდომები აღარ დავუშვათ.

„სანამ პანდემია დაიწყებოდა და სტადიონებზე გულშემატკივრებს აკრძალავდნენ, ჩვენ საშინაო მატჩებს უფრო ყურადღებით ვთამაშობდით. შემადგენლობაში გვყავს ძალიან ბევრი ფეხბურთელი, რომლებსაც გამოსაფხიზლებლად მაყურებლის შეძახილები სჭირდებათ, ჩვენ ისინი ძალიან გვაკლიან, მათთან ერთად ფეხბურთს სხვა ატმოსფერო აქვს.“

სიმონე ინძაგის მომდევნო ტურში მის უფროს ძმასთან, პიპო ინძაგისთან და მის ბენევენტოსთან მოუწევს დაპირისპირება.

„ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძალიან ემოციურია. სამწუხაროდ მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვექნება და შემადგენლობაში იმ ფეხბურთელების დაყენება მოგვიწევს, ვინც სათამაშოდ მზად იქნება.“