Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ მილანთან ძალიან დაძაბული და სანახაობრივი მატჩი გველოდება“

ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ ვერონასთან მატჩი შეაფასა და Super Coppa-ს შეხვედრაზე ისაუბრა, რომელშიც ბენეამატას მეტოქე მილანი იქნება.

„ჩვენ ბოლო 10 შეხვედრაში 8-ჯერ ვიმარჯვეთ, 1-ხელ დავმარცხდით და 1 ფრე ვითამაშეთ, თუმცა ნაპოლის დიდებული ფორმის ფონზე, რომელიც სატურნირო ცხრილს სრულიად დამსახურებულად ლიდერობს, ჩვენი სტაბილურობა შესაბამისად არ ჩანს.

„ვერონასთან რთული მატჩი გამოვიდა, მაგრამ ჩვენ თამაშის ტემპს და სიტუაციას 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით და საჭირო 3 ქულა მოვიპოვეთ.

„მილანთან მატჩი ? მილანური დერბი ყოველთვის ძალიან სანახაობრივი და დაძაბულია, დარწმუნბული ვარ, გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იქნება. სასწორზე ტიტულია, ამიტომ თითოეული ჩვენგანი შეხვედრას მოუთმენლად ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ სახლში გამარჯვებულის ამპლუაში დავბრუნდებით.

„შეძლებს თუ არა ლუკაკუ მილანის წინააღმდეგ თამაშს ? ჩვენ რომელუს სიტუაციას ყოველდღიურად ვაფასებთ და ვნახოთ, მოასწრებს თუ არა ის სრულად მომჯობინებას. სამწუხაროდ, ჩვენ სავარაუდოდ ბროზოვიჩი და ჰანდანოვიჩი ვერ დაგვეხმარებიან.“